სკანდალში გახვეული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - დაიწყება თუ არა გამოძიება კობიაშვილის საქმიანობის შესახებ
დაიწყება თუ არა გამოძიება ლევან კობიაშვილის საქმიანობის შესახებ? ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სავარაუდო კორუფციულ სკანდალშია მხილებული. ირკვევა, რომ ფედერაციის მთელი ქონება, სტადიონები, საფეხბურთო ბაზები და ეროვნული ფედერაციის შენობაც კი დაყადაღებულია. კობიაშვილმა ყველაფერი იპოთეკაში ჩადო და სესხი აიღო. ბანკის გარდა კობიაშვილს სახელმწიფოს ვალიც აქვს, რომლის რაოდენობამ უკვე რვაასი ათასს მიაღწია.
ფინანსური სკანდალის კიდევ ერთი ნაწილი კი უეფადან გადმორიცხულ თანხას უკავშირდება. დიდი ფული საფეხბურთო კლუბებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ირკვევა, რომ ფედერაციამ კლუბებს კუთვნილი თანხა ან ნაწილობრივ მისცა ან საერთოდ არ გადაუხადა. ვის ჯიბეში წავიდა ფული, ეს წესით გამოძიებით უნდა დადგინდეს. ბოლო რამდენიმე დღეა ლევან კობიაშვილის ირგვლივ სკანდალები არ სრულდება, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კი საზოგადოებას ემალება.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.