რეზოლუცია გინტურის შესახებ - ვიდრე საქართველოს ხელისუფლება ჩუმად არის, მოქმედებს ევროპარლამენტი

22.11.23 20:36
რეზოლუცია გინტურის შესახებ - ვიდრე საქართველოს ხელისუფლება ჩუმად არის, მოქმედებს ევროპარლამენტი

 

შეიქმნას სანქციების სია, სადაც ყველა ის ადამიანი მოხვდება, ვინც ქართველების გატაცებასა და მკვლელობაში ფიგურირებს. ევროპარლამენტი ევროკავშირს მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. ვიდრე საქართველოს ხელისუფლება ჩუმად არის, ივანიშვილის გუნდის ნაცვლად მოქმედებს ევროპარლამენტი. თამაზ გინტურის შესახებ მომზადებულ რეზოლუციაზე კენჭისყრა რამდენიმე საათში გაიმართება. 

ეს იქნება ევროპის პასუხი რუსეთს. დოკუმენტს ევროდეპუტატების სრული შემადგენლობით დაუჭერენ მხარს და ეს იქნება გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, როგორ იბრძვის ცივილიზებული სამყარო რუსეთის სისასტიკის წინააღმდეგ. დღეს "ქართული ოცნებაც" კი გახდა იძულებული ეღიარებინა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ ძალიან დიდი პოლიტიკური წონა აქვს. 

როდის დამტკიცდება დოკუმენტი და რა შეფასებები კეთდება მის შესახებ? - ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები