ვინ მოაწერს ხელს სააკაშვილის მანიფესტს - ბოტკოველის თქმით, ყველა ადამიანს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება
ვინ მოაწერს ხელს სააკაშვილის მანიფესტს - ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ სწორედ ამ ხელმოწერით გადაწყდება ვინ აგრძელებს ბრძოლას "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და ვინ არა.
ბოტკოველი, "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "საჯარო პოლიტიკაში" ხაზგასმით აცხადებს, რომ 24-ში უკვე საჯაროდ იქნება ცნობილი კონკრეტული ადამიანების პოზიცია და შემდეგ ამის მიხედვით იმოქმედებს უკვე "ნაციონალური მოძრაობა".
ადამიანებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ პერიოდში არაჯანსაღ პროცესში იყვნენ და მიმდინარეობდა არაჯანსაღი პროცესი, ყველა ამ ადამიანს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. მე მაქვს სურვილი, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელიც ამ პერიოდში განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა, სურვილი მაქვს, რომ მოაწეროს ამ მანიფესტზე ხელი და ყველა ამ ადამიანთან ერთად გავაგრძელო ერთობლივი ბრძოლა. ეს დოკუმენტი არის შემდგარი მხოლოდ ამისთვის და მიხეილ სააკაშვილის მოტივაციაც, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა მის მანიფესტთან დაკავშირებით, სწორედ მიმართული იყო იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ერთიანობა და არცერთმა ადამიანმა არ განიზრახოს, რომ დატოვოს ენმ. თუმცა ყველა ადამიანი პირადად იღებს გადაწყვეტილებას. ფაქტიურად, 24-ში ჩვენ გვეცოდინება კონკრეტული ადამიანების პოზიცია და შემდეგ ამის მიხედვით იმოქმედებს უკვე "ნაციონალური მოძრაობა". ვფიქრობ გადაწყვეტილება უკვე "ნაციონალური მოძრაობის" მისაღები აღარ არის, კონკრეტულმა ადამიანებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება".- ამბობს გიორგი ბოტკოველი.
„რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე“ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 11 პუნქტი. ქვეყნდება მიხეილ სააკაშვილისა და ენმ-ს 23 ნოემბრის მანიფესტი, დოკუმენტი რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა ანონსდება.
მანიფესტში წერია, რომ ხელმომწერები თანხმდებიან ერთან ბრძოლაზე ივანიშვილის წინააღმდეგ და თუ ეს რეჟიმი ვერ დამარცხდება, საქართველო შეიძლება გაქრეს.
მანიფესტის დიდი ნაწილი შიდა პარტიულ ამბებს ეხება. სააკაშვილი ითხოვს, რომ ხელმომწერებმა დაადასტურონ პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოს და გენერალური მდივნის ლეგიტიმურობა ხელმოწერით. იქვე წერია, რომ შიდა კრიტიკა ჯანსაღი პროცესია, თუმცა ამან პარტია არ უნდა დააზიანოს.
ახლა მთავარი ინტრიგაა, ვინ მოაწერს ხელს დოკუმენტს.