"რომ არა მარტის აქციები, ალბათ არ მიიღებდნენ რეკომენდაციის გადაწყვეტილებას, ამაში თქვენი დიდი წვლილია" - პრეზიდენტი ახალგაზრდებს

22.11.23 23:15
"რომ არა მარტის აქციები, ალბათ არ მიიღებდნენ რეკომენდაციის გადაწყვეტილებას, ამაში თქვენი დიდი წვლილია" - პრეზიდენტი ახალგაზრდებს

რომ არა მარტის აქციები, ალბათ არ მიიღებდნენ რეკომენდაციის გადაწყვეტილებას - ასე მიმართა დღეს ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში გაწეული წვლილისთვის ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა.

„მე ვიტყოდი, რომ გადაწყვეტილებაში, რომელიც კომისიის მიერ იყო მიღებული, თქვენი დიდი წვლილია (არ მინდა, ახლა დავიწყო, ვის რა წილი ეკუთვნის ამ გადაწყვეტილებაში). რომ არა 8 მარტის გამოსვლები, რომ არა ევროპიდან  საქართველოში დანახული ევროპული დროშები და რომ არა ეს დიდი თავისუფლების ტალღა, ალბათ, შეიძლება ცოტა დაფიქრდებოდნენ, არ მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ დიდი მადლობა თქვენი წვლილისათვის. მაგრამ, ეს ამით არ მთავრდება, თქვენი წვლილი და თქვენი გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია”. – თქვა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

დღეს, 22 ნოემბერს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც შეუერთდნენ ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“.

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე რეკომენდაცია გაუწია.

მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი – საბოლოო გადაწყვეტილება 14-15 დეკემბერს, სამიტზე გამოცხადდება.

პრეზიდენტის მიმართვა სრულად, ნახეთ აქ.

მსგავსი სიახლეები