შეიქმნას EU-ს სასანქციო სია, ქართული ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი - ფოტიგა

23.11.23 10:12
შეიქმნას EU-ს სასანქციო სია, ქართული ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი - ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ევროკავშირის სასანქციო სიის შექმნასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი დოკუმენტაციის შექმნას მნიშვნელოვანი როლი ექნება ოკუპაციის წინააღმდეგ ქართველი ხალხის დაცვისთვის.

თამაზ გინტური რუსეთის ძალებმა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ახლოს მოკლეს. ჩვენ რეზოლუციაში დასახელებულია სხვა მსხვერპლთა სახელებიც. ჩვენი მოწოდებაა შეიქმნას ევროკავშირის სასანქციო სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი, ქართული სია, იმისთვის, რომ [მის საფუძველზე] დაწესდეს სანქციები საქართველოში უბრალო ადამიანების, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მსგავსი ქმედებებისთვის". - განაცხადა ფოტიგამ.

ცნობისთვის, ანა ფოტიგა, გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციის ავტორია. თამაზ გინტურის საოკუპაციო ძალების მიერ მკვლელობაზე რეზოლუციას ევროპარლამენტში კენჭს, სავარაუდოდ, დღეს უყრიან.

მსგავსი სიახლეები