მოვუწოდებ საბჭოს, შექმნას პაკეტი მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია გინტურის მკვლელობაზე - გრეგოროვა

23.11.23 10:20
მოვუწოდებ საბჭოს, შექმნას პაკეტი მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია გინტურის მკვლელობაზე - გრეგოროვა

რეზოლუცია გინტურის შესახებ - ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ საქართველოს მკვლელობისა და ქართველების ტანჯვაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ სანქციების ახალი პაკეტი უნდა დაწესდეს.

ევროპარლამენტარის განცხადებით, კრემლის დაჟინებული სურვილია ქართველმა ხალხმა შიში იცხოვროს და უარი თქვას საკუთარ ევროპულ გზაზე.

მე არ ვასხვავებ ერთ იძულებით წართმეულ სიცოცხლეს ათასებისგან. მას არანაკლებ ძლიერი რეაქცია უნდა მოყვეს. მაშინ, როცა როდესაც რუსეთის ჯარმა ცეცხლი გაუხსნა ჩვენ უკრაინელ მეზობლებს, ჩვენ სწრაფი რეაგირება გვქონდა და სანქციები დავაწესეთ. ჩვენს მეზობლად არის კიდევ ერთი ოკუპირებული ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც რუსეთი კლავს და იტაცებს. 

არის საქართველო უფრო შორს? დიახ! აქვს ამას მნიშვნელობა? არა! მოვუწოდებ საბჭოს, დაამატოს სანქციების მომდევნო პაკეტში, ან შექმნას ახალი პაკეტი მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია თამაზ გინტურის სიკვდილსა და ქართველების ტანჯვაზე. 

კრემლს სურს, რომ მათ შიშში იცხოვრონ, უარი თქვან თავიანთი ევროპული გზასა და ჩვენზე. მიეცით მათ გამბედაობა და პუტინი წააგებს". - აღნიშნა მარკეტა გრეგოროვამ.

საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციას ევროპარლამენტში კენჭს, დღეს უყრიან. 

მსგავსი სიახლეები