გინტურის მკვლელობა: "ყველა დამნაშავე პასუხისგებაში უნდა მიეცეს, მათ შორის, მიზანმიმართული სანქციების დაწესებით"

23.11.23 10:32
გინტურის მკვლელობა: "ყველა დამნაშავე პასუხისგებაში უნდა მიეცეს, მათ შორის, მიზანმიმართული სანქციების დაწესებით"

"ყველა დამნაშავე პასუხისგებაში უნდა მიეცეს, მათ შორის, მიზანმიმართული სანქციების დაწესებით" - განცხადება ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა გააკეთა. 

ევროპარლამენტარი საქართველოსა და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და მიზანმიმართული სანქციებით დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

არსებითად ვგმობთ თამაზ გინტურის სასტიკ მკვლელობას. ეს საზარელი აქტი, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობისა და უკანონო გატაცების ყველა სხვა შემთხვევა, წარმოადგენს რუსეთს საოკუპაციო ძალების პირდაპირ პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა რომ არა საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. ყველა დამნაშავე პასუხისგებაში უნდა მიეცეს, მათ შორის, მიზანმიმართული სანქციების დაწესებით. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ. მხარს ვუჭერთ მისი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და ვგმობთ რუსეთის და მისი მარიონეტების ყველა ძალისხმევას, ძირი გამოუთხარეს ამ მიზნებს", - განაცხადა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა. 

საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციას ევროპარლამენტში კენჭს, დღეს უყრიან

მსგავსი სიახლეები