რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თამაზ გინტური ცივსისხლიანად იმ დროს მოკლეს, როდესაც მამის საფლავს სტუმრობდა - პეტრას აუსტრევიჩუსი

23.11.23 10:51
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თამაზ გინტური ცივსისხლიანად იმ დროს მოკლეს, როდესაც მამის საფლავს სტუმრობდა - პეტრას აუსტრევიჩუსი

"რუსეთის საოკუპაციო ძალები აწარმოებენ პროვოკაციის აქტიურ პოლიტიკას" - განცხადება ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია რუსეთის დანაშაულზე მიუთითებს.

ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ოკუპანტები სისტემურად ახორციელებენ პროვოკაციებს და არაჰუმანურად ეპყრობიან სასაზღვრო ზოლში მცხოვრებ ადგილობრივებს.

საქართველოს ტერიტორიის 20% არის პირდაპირი მტკიცებულება რუსეთი საოკუპაციო ძალების დანაშაულებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა. რუსეთის საოკუპაციო ძალები აწარმოებენ პროვოკაციის აქტიურ პოლიტიკას. მუდმივად აფართოებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, იტაცებენ და ატერორებენ ადგილობრივ მოსახლეობას. თამაზ გინტური ცივსისხლიანად მოკლეს იმ დროს, როდესაც ის სტუმრობდა მამის საფლავს" - განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსიმ.

საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციას ევროპარლამენტში კენჭს, დღეს უყრიან. 

მსგავსი სიახლეები