რუსებმა მოკლეს კაცი, რომელიც საკუთარ სამშობლოში გადაადგილდებოდა - გინტურის საქმე საერთაშორისო რეზონანს იძენს
ქართველი კაცის საკუთარ სამშობლოში მკვლელობას საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა - ევროპარლამენტში დილიდან მსჯელობენ რუსი აგრესორების მიერ, სასტიკად მოკლული თამაზ გინტურის საქმეზე.
ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი მაღალი ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას პირდაპირ ამბობს, რომ 60 წლამდე საქართველოს მოქალაქისთვის სასიკვდილო ჭრილობების მიყენება მკაფიო მაგალითია იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეშლას ყოველგვარი გზით ცდილობს.
ევროპარლამენტარი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ აგვისტოს ომის მონაწილე ევროკომისიის რეკომენდაციის გაცემამდე 2 დღით ადრე მაშინ მოკლეს, როცა ის საკუთარ სამშობლოში გადაადგილდებოდა.
რვა ნოემბერს კომისიამ გასცა რეკომენდაცია მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, 2 დღით ადრე კი თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს იმ დროს, როდესაც მანქანით საკუთარ სამშობლოში გადაადგილდებოდა მას შემდეგ, რაც ეწვია ეკლესიას და მამის საფლავს. ეს არის მკაფიო მაგალითი, როგორ აფუჭებს და ანადგურებს მდგომარეობას რუსეთი ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ეს ასევე საფრთხეს უქმნის საქართველოს მომავალი ინტეგრაციის პროცეს ევროკავშირში". - განაცხადა რებეკა ჰარმსიმ.
საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციას ევროპარლამენტში კენჭს, დღეს უყრიან.