ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში - ევროპარლამენტი თამაზ გინტურის შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადება

23.11.23 11:01
ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში - ევროპარლამენტი თამაზ გინტურის შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადება

ევროპარლამენტი თამაზ გინტურის შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადება - კენჭისყრა სტრასბურგში, თბილისის დროით ზუსტად სამ საათზე დაიწყება.

საქართველოს ხელისუფლების სრული უმოქმედობის გამო, ევროპარლამენტარები მოითხოვენ, შეიქმნას ოთხოზორია-ტატუნაშვილის ევროკავშირის სიაა."ქართულმა ოცნებამ" იგივე ინიციატივა ოპოზიციას დაუბლოკა, ამიტომ მოქმედებაზე ევროპა გადავიდა.

ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის სასტიკ მკვლელობას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. საგანგებოდ ამ საკითხის შესახებ გამართულ დებატებზე, რეზოლუციის ავტორებმა შარლ მიშელს მოუწოდეს დაასანქცირონ ყველა ის პირი, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებს და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.

მსგავსი სიახლეები