"ჩვენი პარტნიორების ძალისხმევით, ვაკეთებთ იმას რაც "ოცნებას" უნდა გაეკეთებინა" - სოფო ჯაფარიძე

23.11.23 11:27
"ჩვენი პარტნიორების ძალისხმევით, ვაკეთებთ იმას რაც "ოცნებას" უნდა გაეკეთებინა" - სოფო ჯაფარიძე

 

 

 

„ევროპარლამენტი გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას! ასევე ეხმაურება საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებას. ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების დიდი ძალისხმევით, ვაკეთებთ იმას რაც ქართულ ოცნებას უნდა გაეკეთებინა!“ - ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

პარტიის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებრივ მისაღებში საგანგებო ბრიფინგი რუსი ოკუპანტების მიერ სასტიკად მოკლული თამაზ გინტურის ძმასთან, გივი გინტურთან ერთად გამართა. 

თამაზ გინტურის მკვლელობა შეფასდა როგორც კიდევ ერთი პროვოკაცია, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ.

ასევე საუბარია იმაზე რომ ოკუპანტმა სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაიყვანოს თავისი სამხედროები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. 

დღევანდელი რეზოლუცია არის კიდევ ერთხელ თამაზ გინტურის გამარჯვება. ბრძოლა გრძელდება და ნათელია, რომ იმას რასაც უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება, აკეთებს ქართველი ხალხი და ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად . 
 

მესამე პრეზიდენტის დაპირება შესრულებულია, ასევე გპირდებით რომ ადრე თუ გვიან   დაისჯებიან დამნაშავეები და კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს!“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ

რაც შეეხება აგვისტოს ომის გმირის ძმას, გივი გინტურმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ევროპარლამენტარებს გადაუხადა. 

თამაზ გინტურის ოჯახის წევრმა პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს გიორგობა მიულოცა და ციხიდან გამოგზავნილი სამძიმრის წერილისთვის მადლობა გადაუხადა. 

„მივესალმები მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელმაც ციხიდან გამოგზავნა სამძიმრის წერილი ჩემი ძმის ოჯახში. დიდი მადლობა ბატონო მიშა, გილოცავთ დღევანდელ დღეს, გიორგობას. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ანა ფოტიგას მხარდაჭერისთვის.“ - განაცხადა თამაზ გინტურის ძმამ, გივი გინტურმა.

ბრიფინგზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილიც გასაჯაროვდა, რომელიც მან თამაზ გინტურის ოჯახს გამოუგზავნა: 

„კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ უკეთილშობილესი ვაჟკაცის, თამაზის გარდაცვალებას. გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ აუცილებლად მივაღწევთ მისი მკვლელების პოვნას და დასჯას. ავწევთ ამ თემას უმაღლეს საერთაშორისო დონეზე და არავის მოვასვენებთ, სანამ სამართალი არ აღსრულდება.“ - წერს სააკაშვილი. 

ევროპარლამენტი თამაზ გინტურის შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადება - კენჭისყრა სტრასბურგში, თბილისის დროით ზუსტად სამ საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები