სალომე ზურაბიშვილი სრულად არის გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან - პაპუაშვილი

23.11.23 11:44
სალომე ზურაბიშვილი სრულად არის გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს "კონსტიტუციის ჩარჩოებიდან სრულად გასულს" უწოდებს.

 ჟურნალისტებმა მმართველი პარტიის ლიდერს ჰკითხეს, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მას არანაირი მოლოდინები არ აქვს, თუმცა იქვე კიდევ ერთხელ თქვა, რომ "პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია": 

მოლოდინები ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს, რადგან სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია და გასულია სრულად კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. რა გადაწყვეტილებებს მიიღებს, ამისი წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. ერთი რამ არის ქართველი ხალხის ინტერესში, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ დაადგინოს, ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც საქართველოს ისტორიაში პირველად გაბედა და ცეცხლი წაუკიდა მეორე ადამიანს. მართლმსაჯულების აღსრულებამდე ამაში ჩარევა იქნება ხელის შეშლა". - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტს ლაზარეს არშეწყალებას ორი პოლიციელი სთხოვს. ეს დგინდება, იმ წერილიდან რომელიც შსს გაასაჯაროვა. დოკუმენტში წერილის ავტორების გვარები დაშტრიხულია, თუმცა ჩანს, რომ მიმართვას ორი პოლიციელი აწერს ხელს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს.

მსგავსი სიახლეები