ვინც სააკაშვილის ლიდერობით ჩვენს ერთ გუნდში ყოფნას არ იზიარებს, მათ თავისი გზა ექნებათ - ბარამიძე
"ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი სამზადისია, დღეს საღამოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საჯარო ღონისძიებას მართავს.
პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ვინც სააკაშვილის მანიფესტის სულისკვეთებას არ დაეთანხმება, ის პარტიის მიღმა საკუთარ თავს თვითონ დატოვებს.
"ვინც მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ჩვენს ერთ გუნდში ყოფნას არ იზიარებს, არავის გარიცხვას არ ვაპირებთ, მაგრამ ბუნებრივია, მათ თავისი გზა ექნებათ" - თქვა გიორგი ბარამიძემ.
მიხეილ სააკაშვილი გვეუბნება, რომ „მე ვიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას იმ ბრძოლაზე, რომლითაც ჩვენ რუსული მოღალატური რეჟიმი უნდა დავამარცხოთ საქართველოში და დამიდექით გვერდით". ეს არის ის იდეები, რომელიც არის წამოსული „ვარდების რევოლუციის“ იდეებიდან. ბუნებრივია, ვინც ამ იდეებს, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ჩვენს ერთ გუნდში ყოფნას არ იზიარებს, მაშინ არავის გარიცხვას არ ვაპირებთ, მაგრამ მათ თავისი გზა ექნებათ. თუ ვერთიანდებით ამ იდეების და მიხეილ სააკაშვილის გარშემო, ვუერთდებით ამ მანიფესტს, ვინც არ უერთდება თავის გზას თვითონ მონახავს“, - განაცხადა ბარამიძემ.