გრიგორიადისის შეწყალება მოლოტოვის კოქტეილების სროლის მხარდაჭერა იქნება - სარჯველაძე
"ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს, ეს იქნება მხარდაჭერა მოლოტოვის კოქტეილების სროლის, რაც მისი თქმით კატეგორიულად მიუღებელია.
სარჯველაძე ამბობს, რომ ასეთი შეწყალების გამოყენება გამოიწვევს წახალისებას და მხარდაჭერას იმ საქმისა, რასაც მოლოტოვის კოქტეილის სროლა ჰქვია.
ისეთი პოლიტიკური აქტებით, როგორიც არის შეწყალება, როგორიც არის ნებისმიერი ლმობიერი დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება ასოცირდებოდეს და ითარგმნებოდეს, როგორც მხარდაჭერა მოლოტოვის კოქტეილების სროლის, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი რამ და ეს მიუღებელი იქება, უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტისთვის. დღეს, ამ პირობებში, ასეთი შეწყალების გამოყენება მგონია, რომ გამოიწვევს წახალისებას და მხარდაჭერას იმ საქმისა, რასაც ჰქვია მოლოტოვის კოქტეილის სროლა. ამ პოზიციის დაფიქსირება არის უაღრესად დიდი მნიშვნელობისა. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება იქნება ამ თვალსაზრისით უაღრესად დიდი შეცდომა". - აღნიშნა სარჯველაძემ.
პრეზიდენტს ლაზარეს არშეწყალებას ორი პოლიციელი სთხოვს. ეს დგინდება, იმ წერილიდან რომელიც შსს გაასაჯაროვა. დოკუმენტში წერილის ავტორების გვარები დაშტრიხულია, თუმცა ჩანს, რომ მიმართვას ორი პოლიციელი აწერს ხელს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს.