ნულს პლუს ნული არის ნული - ბექა ოდიშარია

23.11.23 15:44
ნულს პლუს ნული არის ნული - ბექა ოდიშარია

ნულს პლუს ნული არის ნული - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია "ლელოს" ახალ ინიციატივას.

ოდიშარია ვერ ხვდება, ვინ შეიძლება გაერთიანდეს "ლელოს" ირგვლივ და საერთოდ, წარმოუდგენლად მიაჩნია ამ ერთობის შეკვრა.

შუა შუა შეიკრიბებიან, თუ გაღმა-გაღმა ვინც დადიან, წრეზე ისინი შეიკრიბებიან, მე არ ვიცი, მაგრამ ვინ უნდა შეიკრიბონ? "ლელოს" და გახარიას დეკლარირებულად ერთმანეთი სძულთ და დანარჩენები 1% პარტიებს სხვა გზა არ აქვთ, ეს არის ბოლო შანსი. გაერთიანდნენ, მაგრამ ჩემი პროგნოზი არის ნულს პლუს ნული არის ნული, მაგრამ პარტიულ შემთხვევაში არის პარადოქსული არითმეტიკა, რომ 1-ს პლუს 1% და პლუს კიდევ 1% არის ერთი პროცენტი. "სტრატეგია აღმაშენებელი" რომ მიხვდა, 1 პროცენტიანი არის, ხომ ხედავთ, გაუერთიანდა "ნაციონალურ მოძრაობას", პრაგმატული გადაწყვეტილება არის. დაშალა ხაბეიშვილმა თავისი პარტია, ყველა გაუშვა და შერჩა მანჯგალაძე. რა ვიცი, ასეთი რაღაცები ხდება. მე როგორ გითხრათ, რანაირად იქნება" - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

შუა უნდა შეიკრიბოს! - მამუკა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ეს განცხადება ამ დრომდე პოლიტიკური განხილვის საგანია. პარტია "ლელოში" ფიქრობენ, რომ არჩევნებში გამარჯვების ფორმულა ერთობაზე გადის, თუმცა ერთობაში ხაზარაძე-ჯაფარიძის თანამოაზრეები ეპატიჟებიან ყველა პროდასავლურ პარტიას, ყველას გარდა "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობისა". 

საინტერესოა, როგორი გადაჯგუფებები იქნება წინასაარჩევნოდ და ვინ არის მზად, რომ ერთობის სანაცვლოდ  პირად პოლიტიკურ ამბიციებზე უარი თქვას და ბრძოლა გამარჯვებისთვის "ლელოს" ცენტრიდან დაიწყოს.

მსგავსი სიახლეები