"შუა უნდა შეიკრიბოს" - თაკო ჩარკვიანი მეტ განმარტებას ითხოვს
"შუა უნდა შეიკრიბოს" - "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი "ლელოს" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ახალ ინიციატივაზე მეტ განმარტებას ითხოვს.
ჩარკვიანს ასევე კითხვები აქვს მამუკა ხაზარაძესთან და აინტერესებს, ვის მიემხრობა "ლელოს" ლიდერი მთავრობის დაკომპლექტების დროს.
მე გაერთიანება მიამჩნია, რომ უგულებელყოფა მსხვილი მედასავლეეთებისა, პროცენტულად ვიძახი ხომ, იმ პარტიას ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ხმები აქვს, ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას". უგულებელყოფა 500 ათასი ხმის, სისულელეა. ეს არის დაყავი და იბატონე. მაგრამ კიდევ ერთი კითხვა მაქვს, მთავრობის დაკომპლექტებაში ვის მიემხრობა ხაზარაძე და "ლელო", "ოცნებას"? ეს კითხვა ხომ უნდა დავსვათ, ეს ხომ ლეგიტიმური კითხვაა. მე ვხედავ ამ ყველაფერს დიდ გაერთიანებაში. ამ ერთი საკითხის გამო, სტატუსი რასაც ჰქვია, მგონია, რომ ცუდი სვლა არის პოლიტიკური. და წარსული "ნაციონალებიდან" და მე მომავალი ვარო, მამუკა ხაზარაძე მომავალი ვერასდროს ვერ იქნება თავისი წარსულით", - ამბობს თაკო ჩარკვიანი.
შუა უნდა შეიკრიბოს! - მამუკა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ეს განცხადება ამ დრომდე პოლიტიკური განხილვის საგანია. პარტია "ლელოში" ფიქრობენ, რომ არჩევნებში გამარჯვების ფორმულა ერთობაზე გადის, თუმცა ერთობაში ხაზარაძე-ჯაფარიძის თანამოაზრეები ეპატიჟებიან ყველა პროდასავლურ პარტიას, ყველას გარდა "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობისა".
საინტერესოა, როგორი გადაჯგუფებები იქნება წინასაარჩევნოდ და ვინ არის მზად, რომ ერთობის სანაცვლოდ პირად პოლიტიკურ ამბიციებზე უარი თქვას და ბრძოლა გამარჯვებისთვის "ლელოს" ცენტრიდან დაიწყოს.