ჩვენ ჯამი გვაქვს გასაზრდელი, რომ ივანიშვილის პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმი დავამარცხოთ - ბოკერია

23.11.23 16:01
ჩვენ ჯამი გვაქვს გასაზრდელი, რომ ივანიშვილის პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმი დავამარცხოთ - ბოკერია

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ჩვენ ჯამი გვაქვს გასაზრდელი, იმისთვის, რომ ივანიშვილის პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმი დავამარცხოთ - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას.

ბოკერიას თქმით, პროდასავლურ ძალებს, ყველას, სათითაოდ სჭირდება გაძლიერება.

პროდასავლურ ძალებს, ყველას, სათითაოდ გვჭირდება გაძლიერება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ჩვენ ჯამი გვაქვს გასაზრდელი, იმისთვის, რომ ივანიშვილის პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმი დავამარცხოთ. ეს მოხდება მხოლოდ შინაარსზე ფოკუსირებით და მოქალაქეებთან პირდაპირი კონტაქტით, რასაც "ევროპული საქართველო" ვაკეთებთ და არა ივანიშვილის ფრაზების გადამღერებით და მუდმივად იმაზე სპეკულირებით, ვინ ვისთან გაერთიანდება". - ამბობს გიგა ბოკერია. 

შუა უნდა შეიკრიბოს! - მამუკა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ეს განცხადება ამ დრომდე პოლიტიკური განხილვის საგანია. პარტია "ლელოში" ფიქრობენ, რომ არჩევნებში გამარჯვების ფორმულა ერთობაზე გადის, თუმცა ერთობაში ხაზარაძე-ჯაფარიძის თანამოაზრეები ეპატიჟებიან ყველა პროდასავლურ პარტიას, ყველას გარდა "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობისა". 

საინტერესოა, როგორი გადაჯგუფებები იქნება წინასაარჩევნოდ და ვინ არის მზად, რომ ერთობის სანაცვლოდ  პირად პოლიტიკურ ამბიციებზე უარი თქვას და ბრძოლა გამარჯვებისთვის "ლელოს" ცენტრიდან დაიწყოს.

მსგავსი სიახლეები