"ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავი - უცნობია, მივა თუ არა ნიკა მელია ენმ-ის შეკრებაზე

23.11.23 17:13
"ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავი - უცნობია, მივა თუ არა ნიკა მელია ენმ-ის შეკრებაზე

ზუსტად სამი საათი რჩება "ნაციონალური მოძრაობის" მასშტაბურ შეკრებამდე - "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისის დროით რვა საათზე დაიწყება. დარბაზი 1000 ადამიანზეა გამზადებული.

უცნობია, მივა თუ არა ნიკა მელია შეკრებაზე. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მოსაწვევები არავისთვის გაუგზავნიათ.

ეს არის საჯარო სახალხო ღონისძიება, სადაც მოწვევა გაკეთდა ასევე საჯაროდ, პირდაპირ მიხეილ სააკაშვილმა დაპატიჟა თავის ფეისბუქით, თავის სოცქსელებით, მოწოდებები იყო და ამიტომ დღეს ველოდებით ყველას, ბაფთიანი მოსაწვევები არავისთვის გაგვიგზავნია, ყველას ველოდებით, ვინც გულშემატკივრობდა ვარდების რევოლუციის იდეას, ვინც ფიქრობს, რომ ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი ამ ქვეყანაში. 
ჩვენ დავპატიჟეთ ყველა და დიდი სიამოვნებით გაგვიხარდება, ვინც მოვა ამ ღონისძიებაზე, ვინც შეუერთდება მათ შორის იმ მანიფესტს, რომელიც გამოქვეყნებულია მიხეილ სააკაშვილის მიერ,“ - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ თუ პარტიის რომელიმე წევრი ხელს არ მოაწერს სააკაშვილისა და ენმ-ის მანიფესტს, მაშინ ისინი ავტომატურად რიცხავენ საკუთარ თავს პარტიიდან.

ამ მანიფესტზე ხელის არ მოწერა და არ მიერთება ნიშნავს იმას, რომ არ იზიარებ ენმ-ის, მიხეილ სააკაშვილის იდეალებს, ღირებულებებს, მიზნებს. ამიტომ ბუნებრივად წარმოუდგენლად ჩანს ამის შემდგომ მსგავსი ტიპის ადამიანების საქმიანობა ენმ-ის შიგნით. ჩვენ არავის გარიცხვას არ ვაპირებთ, თვითონ გაირიცხავენ თავს, თუ არ ეთანხმებიან პარტიის ხელმძღვანელს, პარტიის ლიდერს. 
(ნიკა მელია) მოვა არ მოვა, ვერ გეტყვით, მე ვფიქრობ, რომ მოვლენ ის ადამიანები, ნაწილი მაინც, ვინც ამ ბოლო პერიოდში პარტიის საქმიანობაში,“ - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები