შვილმა მამა რომ დაჭრა, მაგ საქმეზე თუ შეიწყალებს ზურაბიშვილი გრიგორიადისს, კარგი იქნება - ოდიშარია
"ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს, ეგზისტენციალურ შეცდომას დაუშვებს.
გრიგორიადისი პრეზიდენტს ურჩევს 21 წლის აქტივისტი სხვა საქმეზე (მამის დაჭრის საქმეზე) შეიწყალოს.
ლაზარე გრიგორიადისს ხან ერთი ქურთუკი ეცვა და ხან მეორე, ხან ერთი "კაპიშონი" ეხურა თავზე და ხან მეორე, ახლა ვერ ამოიცნეს იმ სიბნელეში და იმ ორომტრიალში, თან ხელში "მოლოტოვის კოქტეილი" ეჭირა გავარვარებული ცეცხლით. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, ადვილად ვერ გიცნონ, ვიდრე სასამართლოს გაბრდღვიალებულ დარბაზში. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. რაც შეეხება შეწყალებას, არ ვიცი გრძელდება თუ არა საქმე მამამისზე ძალადობის, თუ ეს საქმე გრძელდება, მაგ საქმეზე თუ შეიწყალებს კარგი იქნება, რომ შვილმა მამა დაჭრა, ალბათ იქნებით საქმის კურსში. რაც შეეხება პოლიციელებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომე დაუშვებს ეგზისტენციალურ შეცდომას, თუ ის შეიწყალებს ადამიანს, რომელმაც ცეცხლმოკიდებული მოლოტოვის კოქტეილი ესროლა ჩვენს გმირ პოლიციელებს". - ამბობს ბექა ოდიშარია.
პრეზიდენტს ლაზარეს არშეწყალებას ორი პოლიციელი სთხოვს. ეს დგინდება, იმ წერილიდან რომელიც შსს გაასაჯაროვა. დოკუმენტში წერილის ავტორების გვარები დაშტრიხულია, თუმცა ჩანს, რომ მიმართვას ორი პოლიციელი აწერს ხელს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს.