"ოცნება", რომელიც ბიძინობას აღნიშნავს და სკოლის სახელმძღვანელოებში შეაქვს ეს თარიღი, სხვას არ უნდა მოუწოდებდეს, რა აღნიშნოს - ბოკუჩავა

23.11.23 17:37
"ოცნება", რომელიც ბიძინობას აღნიშნავს და სკოლის სახელმძღვანელოებში შეაქვს ეს თარიღი, სხვას არ უნდა მოუწოდებდეს, რა აღნიშნოს - ბოკუჩავა

"ქართული ოცნება", რომელიც ბიძინობას აღნიშნავს და სკოლის სახელმძღვანელოებში შეაქვს ეს თარიღი, სხვას არ უნდა მოუწოდებდეს, ვინ რა თარიღი აღნიშნოს," - ეს განცხადება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

ბოკუჩავა „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ვარდების რევოლუცია“ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის გარდამტეხი მომენტი იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში.

სწორედ ვარდების რევოლუციის რეფორმების შედეგად შეიქმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო და გზა გაეკაფა ქვეყანას ევროპისკენ. ასე რომ, თუ "რუსულ ოცნებას" სურს, რომ ბიძინობა აღნიშნოს, აღნიშნონ მათ ბიძინობა, ჩვენ აღვნიშნავთ ვარდების რევოლუციას, გიორგობას და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ამ დროს საქართველოს ეყოლება კოალიციური, ევროპული ხელისუფლება, რომელიც უკვე ერთობლივად აღნიშნავს ვარდების რევოლუციის 21 წლისთავს", - განაცხადა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები