ახლაც მახსოვს ვარდების რევოლუციის დღე... ეს იმედისა და სიხარულის პერიოდი იყო - ფოტიგა
"ახლაც მახსოვს ვარდების რევოლუციის დღე... ეს იმედისა და სიხარულის პერიოდი იყო. ჩვენ თქვენთან ვართ!" - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სოციალურ ქსელში გაავრცელა და საქართველოს მოქალაქეებს მიმართა.
გამარჯობა საქართველო!
ახლაც მახსოვს ის დღე - 20 წლის წინ, ცნობილი ვარდების რევოლუცია, ქართველი ხალხის მიერ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა.
ეს იმედისა და სიხარულის პერიოდი იყო - ჩვენთვისაც - რადგან მან აღიარა ქართველი ხალხის ნება, გაევლო ევროატლანტიკური გზა და დაებრუნებინა თავისი კანონიერი ადგილი თავისუფალი ერების ოჯახში.
ამ პროცესს დასრულება ჯერ კიდევ სჭირდება.
გულწრფელად გისურვებთ ამ გზაზე ყოველივე საუკეთესოს.
ჩვენ თქვენთან ერთად ვართ!, - წერს ანა ფოტიგა.
ფოტიგა ქართველი ხალხის მიმართ ვიდეოსაც ავრცელებს: