"დასანქცირდნენ თამაზ გინტურის მკვლელები!" - ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების გასაკეთებელი გააკეთა

23.11.23 20:11
"დასანქცირდნენ თამაზ გინტურის მკვლელები!" - ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების გასაკეთებელი გააკეთა

 

დასანქცირდნენ თამაზ გინტურის მკვლელები! ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების გასაკეთებელი გააკეთა. დოკუმენტი დამტკიცებულია. მას შემდეგ რაც  ევროპელმა დეპუტატებმა დაინახეს, რომ "ქართული ოცნება" თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე არაფერს აკეთებს, მოქმედებაზე თავად გადავიდნენ. რეზოლუციით ევროპარლამენტი მთელი მსოფლიოს გასაგონად გმობს რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას.  

495 ხმა 7-ის წინააღმდეგ - რეზოლუციით ევროპელი პოლიტიკოსები ევროპული  საბჭოსგან ითხოვენ,  მომზადდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი და ინდივიდუალური სანქციები ამოქმედდეს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც  საქართველოს მოქალაქეებს იტაცებს, აწამებს და კლავს.  გავლენიანი  დეპუტატი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ეს არის ის მძიმე ფასი, რომლის გადახდაც საოკუპაციო რეჟიმს ჩადენილი დანაშაულებების გამო მოუწევს. ევროპარლამენტმა მომზადებული დოკუმენტისთვის დღეს ოფიციალური  თბილისიდან ერთადერთი მადლობა მიიღო - საქართველოს პრეზიდენტისგან.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები