"ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავის ღონისძიება - ნიკა მელია პარტიის შეკრებაზე არ იმყოფება

23.11.23 20:09
"ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავის ღონისძიება - ნიკა მელია პარტიის შეკრებაზე არ იმყოფება

"ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავის ღონისძიება - ნიკა მელია პარტიის შეკრებაზე არ იმყოფება. სავარაუდოდ, მანიფესტს პარტიის ყოფილი თავმჯდომარე და მისი თანამებრძოლები ხელს არ მოაწერენ.

პარტიიდან არავის გარიცხვას არ ვაპირებთ, მაგრამ ბუნებრივია მათ თავისი გზა ექნებათ, - ეს გზავნილი მელიას გუნდმა დღეს პარტიიდან მიიღო. ანუ ვინც მანიფესტის სულისკვეთებას არ იზიარებს, უნდა წავიდეს.

ის ადამიანები, რომლებიც ბოლო 8-9 თვის განმავლობაში აღარ იყვნენ პარტიაში, ჩვენთან ერთად არ იბრძოდნენ, არ მონაწილეობდნენ სხვადასხვა ტიპის აქტიურობაში თუ ღონისძიებაში, მათ ეძლევათ საშუალება, რომ იმ მანიფესტის, იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელიც ჩამოყალიბებულია შესაბამის დოკუმენტში, ვინც ამას არ აკეთებს, ე.ი. თავის თავი დააყენა პარტიის მიღმა. გუნდს შიგნიდან არ უნდა ასუსტებდეს და არყევდეს არც ერთი, ორი და სამი ადამიანი, ეს არის იდეა ამ მანიფესტის გარშემო," - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

მსგავსი სიახლეები