"შუა უნდა შეიკრიბოს!" - შეიქმნება თუ არა "ლელოს" ირგვლივ ახალი პოლიტიკური ცენტრი
შეიქმნება თუ არა "ლელოს" ირგვლივ ახალი პოლიტიკური ცენტრი. მამუკა ხაზარაძის ერთი პოსტი პოლიტიკურ სპექტრში აქტიური განხილვის საგანია. "შუა უნდა შეიკრიბოს" - ეს "ლელოს" ახალი სლოგანია. გზავნილი მიღებულია, თუმცა ახლა მთავარი კითხვაა, ვინ არის მზად გაერთიანებისთვის. თავად "ლელოში" ჯერ არ საუბრობენ, ვისთან გეგმავენ კონსულტაციებს ახალი ცენტრის შესაქმნელად. თუმცა ოპოზიციის ნაწილმა უკვე გამოთქვა მზაობა მოლაპარაკებების დასაწყებად.
დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.