ევროპარლამენტის იმედი მაქვს. მარტო რუსეთის არა, ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობაა - ჩაცხრილული გინტურის ძმა

23.11.23 22:04
ევროპარლამენტის იმედი მაქვს. მარტო რუსეთის არა, ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობაა - ჩაცხრილული გინტურის ძმა

„ევროკავშირი მიიღო დადგენილება ჩემი ძმის მკვლელობაზე, ევროპის კარი უკვე ღიაა ჩვენთვის და მადლობა ევროკავშირს, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა,“ - ეს განცხადება ოკუპანტების მიერ ჩაცხრილული თამაზ გინტურის ძმამ გივი გინტურმა „რეაქციაში“ გააკეთა.

როგორც გივი გინტური ამბობს, გამომძიებლებს ყველა პირი არ ჰყავს დაკითხული. ოჯახი მკვლელების დასჯას ითხოვს.

ევროპარლამენტის იმედი მაქვს, ვიცი, რომ გამოიძიებს. ჯერ ჩვენთან გამოძიება არ დამთავრებულა, რეგიონში არ არის დაკითხული კიდევ რამდენიმე ადამიანი და რა იქნება დაკითხვის მერე შეეტყობა. ევროპარლამენტი მხარში დაგვიდგება, რომ გამოიძიონ ჩემი ძმის მკვლელების საქმე.

პასუხი უნდა აგონ რუსმა ოკუპანტებმა, რომლებმაც ჩასაფრება მოუწყვეს და ჩემი ძმა უკნიდან ჩაცხრილეს - დემიდოვი და იშენკო, ორივე სასტიკად უნდა დაისაჯოს.

ჯერ მე არ ვიცი, როგორ წაიყვანს საქმეს საქართველოს მთავრობა, გამოიძიებს თუ არა, მაგრამ საქართველოს მესამე პრეზიდნეტი მიშა სააკაშვილი შემპირდა ციხიდან და პასუხისმგებლობით მითხრა, რომ თქვენი ძმის მკვლელს გავასამართლებთ და დავსჯით ყველანაირი ზომებითო, დიდი მადლობა მიხეილ სააკაშვილს, ვუსურვებ მალე გამოსვლას, გამოჯანმრთელებას და თავის დაფუძნებულ ენმ-ს გაუძღვეს ისევ.

მარტო რუსეთის არა, პირველ რიგში, ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობაა,“ - ამბობს გივი გინტური.

მსგავსი სიახლეები