საქართველოს ექნება ახალი, სწრაფი რკინიგზა, რომელიც დააკავშირებს თბილისს, სოხუმს და ბრიუსელს - გიორგი ვაშაძე
"ჩვენი გამარჯვებისთანავე ყველა გაჩერებულ პროექტს წელიწადნახევარში არა მხოლოდ დავასრულებთ, არამედ შევძენთ ახალ გეოპოლიტიკურ ფუნქციას და მნიშვნელობას", - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი ვაშაძემ ახალ, სწრაფ რკინიგზის პროექტზეც ისაუბრა, რომელიც ერთმანეთს თბილისს, სოხუმს და ბრიუსელს დააკავშირებს
საქართველოს ექნება ახალი, სწრაფი რკინიგზა, რომელიც დააკავშირებს არა მხოლოდ თბილისს და ბათუმს, თბილისს და ზუგდიდს, არამედ თბილისს, სოხუმს და ბრიუსელს!
ჩვენი გამარჯვებისთანავე ყველა გაჩერებულ პროექტს წელიწადნახევარში არა მხოლოდ დავასრულებთ, არამედ შევძენთ ახალ გეოპოლიტიკურ ფუნქციას და მნიშვნელობას,” - ამბობს გიორგი ვაშაძე.