აეკრძალოთ რუსულ კომპანიებს ქართულ ტენდერებში მონაწილეობა - "ლელოს" ინიციატივა
აეკრძალოთ რუსულ კომპანიებს ქართულ ტენდერებში მონაწილეობა, - "ლელომ" საქართველოს დაცვის აქტის კიდევ ერთი ინიციატივა წარაგდინა. საგანგებო ბრიფინგზე თამაზ დათუნაშვილმა ხელისუფლების რუსულ ბიზნესთან მჭიდრო კავშირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი გადამხდელების ფული მხოლოდ ქართულ ბიზნესში უნდა რჩებოდეს. მისი თქმით, აღნიშნული ფული რუსული რეჟიმის მიერ ომის დაფინანსებას არ უნდა ხმარდებოდეს.
საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ გვინდა წარვადგინოთ დღეს საქართველოს დაცვის აქტის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ეხება კონკრეტულად რუსულ ბიზნესებს. იცით, რომ საქართველოში უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში დარეგისტრირდა იმაზე 3-ჯერ უფრო მეტი ბიზნესი, ვიდრე 95 წლიდან უკრაინაში ომის დაწყებამდე ჯამში დარეგისტრირებულა. 22 ათასზე მეტი კომპანიაა დარეგისტრირებული, საიდანაც აახლოებით 19 ათასი კომპანიაა არის ინდივიდუალურ მეწარმე, სხვადასხვა ტიპის საქმიანობას აწარმოებენ და აგრეთვე, იცით, რომ "ქართული ოცნება" შემჩნეულია ხშირად რუსულ ბიზნესთან თანამშრომლობაში ად მჭიდრო კავშირში, რადგან მათი ოლიგარქი ლიდერი ის კაცია, რომელმაც თავის კაპიტალი რუსეთში დააგროვა.
სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ "ქართული ოცნება" შემჩნეულია მჭიდრო კავშირში რუსულ ბიზნესთან, ჩვენ შემოგვავქს ინიციატივა, რომ იმისთვის, რომ საქართველო არ იყოს აღქმული როგორც სანქციებისთვის გვერდის ამვლელლი ქვეყანა, საქართველო არ იყოს აღქმული როგორც ფულის კეთების ადგილი რუსებისთვის, ჩვენ შმეოვდივართ ინიციატივით, რომ რუსულ კომპანიებს და იმ კომპანიებს, რომლებშიც რუსები არიან დამფუძნებლების უმრავლესობა, აეკრძალოთ საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღება. საქართველოს გადასახადების გადამხდელების ფული არ უნდა მიდიოდეს. საქართველოს გადასახადების გადამხდელთა ფული უნდა უნა რჩებოდეს ქართულ ბიზნესში, საქართველოში და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ემსახურებოდს ომის ფინანსირებას რუსეთში და ათას სხვა ბოროტებას, რომელსაც პუტინის რეჟიმი ახორციელებს.
დღესაც კი საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს რუსეთზე ტენდერების მორგებას. ერთ-ერთი ბოლოა სეთი ტენდერი არის საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებული ტენდერი ელმავლების შეძენასთან დაკავშირებით. ლაპარაკია 184 მლნ ლარზე და 184 მლნ ლარის ტენდერი მორგებულია ტავიდან ბოლომდე ისეთ კომპანიაზე, რომელსაც აქვს ევრაზიული კავშირის სპეციალური სერთიფიკატი ანუ ეს ნიშნავს, რომ რკინიგზის ტენერს აუცილებლად მოიგებს რომელიმე კომპანია, რომელიც სანქცირებულია, - განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.