ვემიჯნები, ნებისმიერი ჩვენი წევრის პარტიიდან გარიცხვას - სოფო ჯაფარიძე
სრულად ვემიჯნები, ნებისმიერი ჩვენი პარტიის წევრის პარტიიდან გარიცხვას - ენმ-ს წევრი და მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ პარტიიდან დღეს და ხვალ არავის არ გარიცხავენ.
ის, რომ ჩვენი პარტიის გარკვეული წევრები არ ეთანხმებიან ამ პუნქტებს, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ან გარიცხულები არიან ან უნდა გაირიცხონ, ან პარტიას ტოვებენ და ა.შ. ძალიან ჯანსაღი არის ის, რომ ვიღაცას რაღაცა მოსწონს, ვიღაცა რაღაცას ეთანხმება, ვიღაცა არ ეთანხმება. სრულად ვემიჯნები, ნებისმიერი ჩვენი პარტიის წევრის პარტიიდან გარიცხვას. დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ მოხდება და არც დღეს და არც ხვალ პარტიიდან არავის არ გარიცხავენ". - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
ნიკა მელია ამ დრომდე არ გამოჩენილა. ისევ უცნობია, რა გეგმა აქვს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს. მელიას გუნდის არც ერთი წარმომადგენელი გუშინ არ უნახავთ კინოსტუდიის შენობაში. ამიტომ ისევ საინტერესოა, გახდება თუ არა მელია, სააკაშვილის შედგენილი მანიფესტის ხელმომწერი.