ცვლილებები თავდაცვის კოდექსში - პარლამენტში მსჯელობა იწყება
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში თავდაცვის ახალ კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ მსჯელობენ. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტზე ელოდებიან თავდაცვიის სამინისტროს წარმომადგენელსაც. ეს უკვე მეორე მოსმენაა. თუ კანონი დარედაქტირებული ვერსიით მიიღეს, მაშინ გამოდის, რომ ჯარში წასვლა, ფაქტობრივად, გარდაუვალი იქნება.
კანონის მიხედვით იგეგმება შეიქმნას რეესტრი, რომელშიც ახალწვეულებმა უნდა ჩაწერონ, რომელ რელიგიურ კონფესიას წარმოადგენენ. თუ ვინმე პირობებს არ დაეთანხმება და სასამართლოს მიმართავს, ეს გამოსავალი მაინც ვერ იქნება, რადგან საქმის განხილვის პარალელურად, ახალგაზრდას მაინც ჯარში წაიყვანენ.
ოპოზიცია თავდაცვის კოდქსში შესატანი ცვლილებით უკმაყოფილოა. ხელისუფლების ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ ცვლილებები, რომელიც "ოცნებამ" კოდექსში ცოტა ხნის წინ შეიტანა რეპრესიული იყო და ახლა, ამ კანონში დამატებითი მექანიზმები შეაქვს. მათი თქმით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ცდილობს, ახალგაზრდები ტერორში ჰყავდეს.
წინასაარჩევნოდ ეს არის ახალგაზრდებზე სრული ფოკუსი, მათ შორის, იმ ახალგაზრდებზე, ვინც არის კრიტიკულად განწყობილი "ქართული ოცნების" მიმართ და თქვენ იცით, რომ მარტის აქციების შემდეგ ძალიან სერიოზული რეპრესიები მიმდინარეობს ახალგაზრდების ყველა უნივერსიტეტში და მათ შორის, ახლა ეს იქნება უკვე რეალურად, გაწვევის გამოყენება ახალგაზრდების მიმართ როგორ სადამსჯელო ოპერაციის გამოყენება, - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე.
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას არ არგებს.
ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო საკითხზე ასე ნაჩქარევად ნახევარნაბიჯებით, ნახევარი ხედვებით, ბოლომდე გაუაზრებლად, სათანადო დისკუსიის გარეშე და არა მუხლობრივი განხილვის რეჟიმში, არამედ თავებით და ჩქარ-ჩქარა უნდა მოხდეს ახლა გადაწყვეტილების მიღება. ასეთი მიდგომა ჯარს, თავდაცვას, ქვეყნის სუვერენიტეტს, თავდაცვისუნარიანობას არ არგებს, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
თავდაცვის მინისტრის მოაგილე კი აცხადებს, რომ თავდაცვის ახალ კოდექსში პრობლემა არ არის. მისი თქმით, ქვეყანაში არიან ახალგაზრდები, რმლებიც ჯარისთვის თავის არიდებას არაკეთილსინდისიერი ქმედებებით ცდილობენ.
2025 წლიდან სტუდენტები, ვინც დისტანციურად სწავლობენ საზღვარგარეთ, მათ შეეძლებათ რამდენიმე ვარიაციიდან აირჩიონ ერთ-ერთი. შეუძლია წავიდეს ჯარში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ყველანაირი საშუალება, ბიბლიოთეკები, ინტერნეტი, იმისთვის, რომ მან ისწავლოს. სასამართლოს ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის 29 მუხლით აქვს შესაძლებლობა, თუ ის დაინახავს, რომ აშკარად უკანონო გადაწყვეტილებაა გაწვევასთან დაკავშირებით, შეაჩეროს ეს გადაწყვეტილება. ჩვენ უნდა ავირიდოთ არაკეთილსინდისიერად უფლების გამოყენება გასაცვრების, ეს არის მტავარი არის. დანარჩენ შემთხვევაში არაფერი სიახლე არ შემოის მრწამსთან დაკავშირებით, - ამბობს გრიგოლ გიორგაძე.