სარვამარტოდ ფული შევაგროვეთ და ისე ვუყიდეთ ქალბატონებს 2-ლარიანი იები. ასეთ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე

24.11.23 11:45
სარვამარტოდ ფული შევაგროვეთ და ისე ვუყიდეთ ქალბატონებს 2-ლარიანი იები. ასეთ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია ბიუჯეტს მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ ეს არ არის სწორი ბიუჯეტი საკრებულოსთან მიმართებაში. ნოდარ შეროზია პარტია "საქართველოსთვის" წევრია. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ბიუჯეტის პროექტი მასთან შეთანხმებულ არ არის.

მე მაქვს კითხვა, ვისთან გაიარეთ საკრებულოს ბიუჯეტი. ჩემთან არ გაგივლიათ. 24 000 ლარი, რომელიც ეხება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების პრემიების საკითხს, ეს თანხა არის ამოღებული. ეს იყო დანამატი. 78 000 ლარი არის მოთხოვნილი და 28 000 ლარით არის დაკმაყოფილებული. აქ ჩაშლილია, თაბახის ფურცლების შეძენის საკითხი, საკანცელარიო საქონელი, პრინტერების შესყიდვა, გამათბობლები, მაგიდა, კომპიუტერის აქსესუარები. სარვამარტოდ ფული შევაგროვეთ და ისე ვუყიდეთ ქალბატონებს 2 ლარიანი იები. ჩვენ ასეთ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ. ეს არ არის სწორი ბიუჯეტი თვითონ საკრებულოსთან მიმართებაში," - აღნიშნა ნოდარ შეროზიამ.

მსგავსი სიახლეები