ენმ-ს გახლეჩისგან მხოლოდ ის გადაარჩენს, თუ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს გააუქმებს - დეკანოიძე

24.11.23 12:32
ენმ-ს გახლეჩისგან მხოლოდ ის გადაარჩენს, თუ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს გააუქმებს - დეკანოიძე

"ერვოოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გახლეჩისგან მხოლოდ ის გადაარჩენს, თუ მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს გააუქმებს.

დეკანოიძის თქმით, პარტიიდან ადამიანების გარიცხვის მომენტი თუ მართლა დადგება, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობისგან“ კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა.

„სამწუხაროდ, გუშინ რაც მოვისმინე, თურმე „ვარდების რევოლუციის“ თარიღი მნიშვნელოვანი იმის გამო ყოფილა, რომ პარტიიდან რამდენიმე ადამიანი გაერიცხათ. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რადგან ოპოზიციური პარტიები დემოკრატიისა და განსაკუთრებული კონტრასტის მაგალითს უნდა აჩვენებდნენ. პარტიიდან ადამიანების გარიცხვის მომენტი თუ მართლა დადგება, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობისგან“ კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა. გარიცხვები „კომუნისტური პარტიიდან“ გვახსოვს, რაც დემოკრატიული თვალსაზრისით, პარტიისთვის დიდი პრობლემაა. ეს პარტია კონკრეტული პრობლემების გამო დავტოვე, რაც არსად გამქრალა. იმ პრობლემების ფონზე, ვერასდროს წარმომედგინა, რომ ერთობა ყოფილიყო. პარტიას გახლეჩისგან მხოლოდ ის გადაარჩენს, თუ მიხეილ სააკაშვილი მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ თავმჯდომარის პოსტი გააუქმოს და რეალურად, შეიქმნას საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებებს პარიტეტის პრინციპზე მიიღებს და ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება დემოკრატიის კონტექსტში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები