სრულად ვეთანხმები "ლელოს" დერუსუფიკაციის გეგმას - მიხეილ სააკაშვილი

24.11.23 12:58
სრულად ვეთანხმები "ლელოს" დერუსუფიკაციის გეგმას - მიხეილ სააკაშვილი

სრულად ვეთანხმები "ლელოს" დერუსუფიკაციის გეგმას, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ "რუსული ვირუსი" მთელი საზოგადოების იმუნიტეტისა და ძალების მობილიზებას საჭიროებს. მესამე პრეზიდენტი ასევე იწონებს კონცეფციას, რომ შუა უნდა შეიკრიბოს. 

მთლიანად ვეთანხმები "ლელოს" მიერ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას. დერუსიფიკაცია უნდა იყოს სწორედ ის, რაც ყველამ უნდა აკეთოს და რისი გადადებაც იგივეა, რომ რაიმე მძიმე დაავადება მკურნალობის გარეშე მიუშვა.

რუსული ვირუსი, რომელიც სიკვდილით ემუქრება ჩვენს ეროვნულ ორგანიზმს, მთელი საზოგადოების იმუნიტეტისა და ძალების მობილიზებას საჭიროებს. ამ მობილიზაციაში ყველას თავისი ფრონტი აქვს. "გამარჯვების კოალიციამ" უნდა გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები, სხვა პარტიებმა - თავისი და ამაში მათ წარმატებას ვუსურვებ. ამიტომ ასევე ვიწონებ კონცეფციას, რომ შუა უნდა შეიკრიბოს, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები