დამრიგებელს და მასწავლებელს ნუ დაუძახებთ, ვინც გეტყვით სწორ შენიშვნას, ნუ გაქვთ ეს კომპლექსი - სარჯველაძე აქუბარდიას

24.11.23 12:59
დამრიგებელს და მასწავლებელს ნუ დაუძახებთ, ვინც გეტყვით სწორ შენიშვნას, ნუ გაქვთ ეს კომპლექსი - სარჯველაძე აქუბარდიას

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე განიხილავენ საქართველოს პარლამენტში თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კრიტიკულ მოსაზრებებს არ იღებს.

მიხეილ სარჯველაძე ყველას დარბაზიდან გაგდებით ემუქრება, ვინც ხმამაღლა იტყვის, რომ ახალი ჩანაწერები კანონში რეპრესიულია. 

მუხლობრივად წავიკითხოთ და აღმოაჩენთ, რომ რაზეც კითხვები დასვით კავშირში არ არის. სრულიად თავისუფალ რეჟიმში, რასაც გინდათ იმას აკეთებთ და გჩაგრავთ მე? მსხვერპლის როლის მორგება თუ გნებავთ, კი ბატონო, მაგრამ არ არის ეს სწორი. ქალბატონო თეონა, საბავსვო ბაღი რომ არ არის - ზედმეტის უფლებას ნუ მისცემთ თავს.

ნუ გაქვთ ეს კომპლექსი, როცა გეუბნებიან სწორ რაიმეს, დამრიგებელს და მასწავლებელს ნუ დაუძახებთ, ვინც გეტყვით სწორ შენიშვნას, ნუ გაქვთ ეს კომპლექსი, უხერხულია. ქალბატონო თეონა, ატყობთ, რომ ვერ ჩერდებით და არ გაწყობთ, რომ მოისმინოთ ის, რასაც გეუბნებით,“ - მიმართა სარჯველაძემ თეონა აქუბარდიას.

ჯარში წასვლა ფაქტობრივად გარდაუვალი ხდება, შეღავათი ვერც განათლება და ვერც სასამართლოში დაწყებული დავებია. ცალკე დაპირისპირების მიზეზია, რეესტრი, რომელსაც ქნიან იმისთვის რომ გაიგონ, რომელი კონფესიის წარმომადგენლები არიან ახალწვეულები - ამ იდეას ყველაზე მეტად პარტია "გირჩი" ეწინააღმდეგება.
 

მსგავსი სიახლეები