იმის უნარიც არ გაქვთ, შეურაცხყოფაში იყოთ ქე მაინც ჩამოყალიბებული... მდაბიო შეურაცხყოფაზე გადადიხართ- სარჯველაძე ხვიჩიას
"დაგჩემდათ, სათქმელი რომ არაფერი გრჩებათ, მდაბიო შეურაცხყოფაზე გადადიხართ," - ამ სიტყვებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გირჩის დეპუტატს იაგო ხვიჩიას მიმართა.
დაპირისპირება კომიტეტზე თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობას მოჰყვა. ჯარში წასვლა, ფაქტობრივად, გარდაუვალი ხდება, შეღავათი ვერც განათლება და ვერც სასამართლოში დაწყებული დავებია. ცალკე დაპირისპირების მიზეზია, რეესტრი, რომელსაც ქნიან იმისთვის რომ გაიგონ, რომელი კონფესიის წარმომადგენლები არიან ახალწვეულები - ამ იდეას ყველაზე მეტად პარტია "გირჩი" ეწინააღმდეგება.
დავასრულებ წინადადებას და გაგრძელდება, ჯოჯოხეთი არ იცით, რა არის. ბატონო იაგო, დაგჩემდათ, სათქმელი რომ არაფერი გრჩებათ, მდაბიო შეურაცხყოფაზე გადადიხართ - თავიდანვე ჩანაფიქრი გაქვთ, ახლა გეუბნებით მდაბიო.. იმის საშუალება და უნარიც არ გაქვთ, შეურაცხყოფაში იყოთ ქე მაინც ჩამოყალიბებული და გამართული, ამიტომ შეეშვით, ეს საქმე არ გამოგდით და რა გავაკეთო,“ - მიმართა სარჯველაძემ იაგო ხვიჩიას.