გინტურის მკვლელების დასანქცირების საკითხი საქართველოს პარლამენტის მიერ უნდა იყოს მიღებული - დეკანოიძე

24.11.23 13:33
გინტურის მკვლელების დასანქცირების საკითხი საქართველოს პარლამენტის მიერ უნდა იყოს მიღებული - დეკანოიძე

ოკუპანტების მიერ სასტიკად მოკლული თამაზ გინტურის მკვლელების დასანქცირების საკითხი საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგში უნდა იყოს, ამაზე "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე საუბრობს. 

ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ტრაგიკულია, როდესაც საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას საქართველოს პარლამენტს ევროპარლამენტი ასწრებს. 

ძალიან სერიოზული ტრაგედიაა ნამდვილად, როდესაც საქართველოს პარლამენტს გადაუსწრო რეზოლუციით ევროპარლამენტმა. ამიტომ ვფიქრობ, რომ გინტურის მკვლელობის საკითხი, დასანქცირების საკითხი მკვლელების, რა თქმა უნდა, უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული,“ - ამბობს დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები