არჩევნების გაყალბების სქემა და პრევენცია - ხოტარია-ჯაფარიძე სამოქალაქო სექტორს ხვდება

24.11.23 13:49
არჩევნების გაყალბების სქემა და პრევენცია - ხოტარია-ჯაფარიძე სამოქალაქო სექტორს ხვდება

ემზადება თუ არა "ქართული ოცნება" არჩევნების გასაყალბებლად?  ამ საკითხის შესახებ დილიდან პარტია "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერები საზოგადოების წარმომადგენლებს ესაუბრებიან. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ არც 2024 წლის არჩევნები იქნება გამონაკლისი. ხოშტარია-ჯაფარიძის ერთობა მიანიშნებს, რომ თავისუფალი ადამიანების ხმების მიტაცებაში სახელმწიფო სტრუქტურები იქნებიან ჩართულები, განსაკუთრებით კი ამ პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისს როლს აღნიშნავენ. 

ოპოზიციური პარტიები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ პრევენციას გეგმავენ. მათი მიზანია, გაყალბების სქემებში ჩართული ადამიანები გამოავლინონ, მათი ვონაობა გაასაჯაროონ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ საერთაშორისო პარტნიორებსაც. 

გვაქვს შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან და აქტიურ მოქალაქეებთან, მათ შორის, ჩვენს მხარდამჭერებთან, რომელსაც გვინდა მოვუყვეთ სისტემა როგორ მუშაობს, როგორ აყალბებენ არჩევნებს არჩევნების დღემდე უკვე დღეს, როგორ მუშაობს სუსი, როგორ მუშაობს კრიმინალური ავტორიტეტები, სასულიერო პირები, რესურსცენტრები და ა.შ. და მათ შორის, გვინდა ვთხოვოთ დახმარება იმ ადამიანების იდენტიფიცირებაში საარჩევნო ოლქების მიხედვით, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესში, - ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს "დროას" ლიდერი. 

ძალიან ადრე უნდა დავიწყოთ ეს პროცესი, ამ ხალხის გამოვლინების, გამომჟღავნების და ეს უნდა გაკეთედს საზოგადოებასთან ერთად, იმიტომ, რომ თუ ყველა არ ჩაერთო ამ პროცესში, შეუძლებელია, რომ ჩვენ მივაღწიოთ შედეგს. ძალიან მნიშვნელოვანია ანალიზი ამ გაყალბების სისტემის იმისთვის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა წინასწარ იცოდნენ თუ როგორ ყალბდება ეს არჩევნები და წინასწარ ჩვენ გვქონეს სამოქმედო გეგმა თუ რას უნდა მიაქციონ მათ ყურადღება, - ამბობს ელენე ხოშტარია.  

ოპოზიციონერი ლიერები ამბობენ, რომ მსგავს შეხვედრებს რეგიონებშიც გამართავენ.  

მსგავსი სიახლეები