"ყველა ბერკეტს ვიყენებთ" - "ოცნებაში" ვერ აკონკრეტებენ, რას აკეთებენ გინტურის მკვლელების დასასჯელად

24.11.23 13:45
"ყველა ბერკეტს ვიყენებთ" - "ოცნებაში" ვერ აკონკრეტებენ, რას აკეთებენ გინტურის მკვლელების დასასჯელად

რას გეგმავს საქართველოს პარლამენტი ოკუპანტების მიერ სასტიკად მოკლული თამაზ გინტურის საქმესთან დაკავშირებით - მიიღებენ თუ არა ევროპარლამენტის მსგავს რეზოლუციას და მოითხოვენ თუ არა მკვლელების დასჯას - "ქართულ ოცნებაში" ამ კითხვაზე პირდაპირ ვერ პასუხობენ.

როგორც მმართველი გუნდის წევრი ალუდა ღუდუშაური ამბობს, "ჩვენს ხელთ არსებულ ბერკეტს ვიყენებთ", თუმცა დეპუტატი არ აკონკრეტებს, რა იგულისხმება ამ ბერკეტებში და რა ნაბიჯები გადაგა ხელისუფლებამ იმ ოკუპანტების დასასჯელად, ვინც გინტური ჩაცხრილა.

ეროვნულ საქმეში თუ რაიმეა გასაკეთებელი და ქვეყნისთვის სასიკეთო და მათ შორის იმისთვის, რომ ოკუპანტების მიერ განხორციელებული ეს გაუგონარი დანაშაულები და დამნაშავეები იყვნენ სათანადოდ, კანონის სრული სიმკაცრით დასჯილნი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის  ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ბერკეტს ვიყენებთ. ცდილობენ, რომ ხელოვნურად ისეთი თემები, რომელსაც ჩაებღაუჭებიან, როგორმე თავი გაიცოცხლონ და შეახსენონ საზოგადოებას. ჩვენ არ გვჭირდება დესტრუქციული ოპოზიციის რაიმე შეხსენება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. თუ რას ნიშნავს ყველა ბერკეტი, ვფიქრობ, ამას მარტივად დაინახავთ,“ - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი სიახლეები