"უკრაინულ მხარეს უფრო მეტი ბერკეტი აქვს" - ღუდუშაური ქართველი ტყვეების დახსნაზე

24.11.23 13:52
"უკრაინულ მხარეს უფრო მეტი ბერკეტი აქვს" - ღუდუშაური ქართველი ტყვეების დახსნაზე

"ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ ქართველი ტყვეების რუსებისგან გამოსახსნელად უკრაინულ მხარეს უფრო მეტი ბერკეტი აქვს.

რას აკეთებს ქართული მხარე ქართველი ჯარისკაცების ოკუპანტის ტყვეობიდან დასახსნელად, ამაზე ღუდუშაური არაფერს ამბობს.

ჩვენ უფრო მეტად შეზღუდულები ვართ, ვიდრე მხარე. იცით, რომ სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებით გაცვლის საკითხი მხარეებს შორის არის და უკრაინულ მხარეს უფრო მეტი ბერკეტი აქვს". -  ამბობს ალუდა ღუდუშაური.

რუსული ტერორის ქვეშ მყოფი ქართველი ტყვეები. პუტინის მედია გიორგი შუბითიძისა და გიორგი გოგლიძის დაკავების  კადრებს ავრცელებს. გაკოჭილ მებრძოლებს სასტიკად ეპყრობიან, მიუხედავად იმისა, რომ ტყვეები არანაირ წინააღმდეგობას არ უწევენ. რუსული "ენ ტე ვე" კი ერთ-ერთი მებრძოლის მორიგ ჩვენებას აქვეყნებს, სადაც გიორგი შუბითიძე ყვება, რომ ის მაიდანის მოვლენებში სააკაშვილის თანაგუნდელებმა ჩართეს და უკრაინელების მკვლელობა დაავალეს. 

ეს ვიდეო უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ქართველი ტყვეები უმძიმესი ტერორის ქვეშ იმყოფებიან და მათ აიძულებენ წინასწარ დაწერილი ტექსტები იკითხონ. დანამდვილებით იციან, რომ შუბითიძეს კიევის მაიდანთან შეხება არ ქონია. ამ ფონზე კი დღემდე უცნობია რას აკეთებს ქართული სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. დღემდე საგარეო უწყება ერთი, ისიც არაოფიციალური განცხადებით შემოიფარგლა.

მსგავსი სიახლეები