თუ ენმ აფორმებს მათ დაშლას, მეც დიდი სიამოვნებით მოვუწერდი ხელს მანიფესტზე - ოდიშარია
თუ ენმ აფორმებს მათ დაშლას, მეც დიდი სიამოვნებით მოვუწერდი ხელს ამ მანიფესტზე - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარიას თქმით, არავის აინტერესებს, ვინ მოაწერს ხელს იმ მანიფესტს და ვინ არა.
შექმნილი მდგომაეობა ნაციონალურ მოძრაობაში და შეკრება მანიფესტის ირგვლივ მახსენებს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის 1903 წლის მეორე ყრილობას, სადაც ბოლშევიკები და მენშევიკები საბოლოოდ გაეყარნენ ერთმანეთს, ოღონდ იმ პერსპექტივით, რომ ჩვენს ტანამედროვე ბოლშევიკებს არანაირი პერსპექტივა არ აქვთ ხელისუფლება აიღონ ხელში, ვინაიდან მათმა "ოქტომბერმა" დიდი ხანია ჩაიარა.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ქართულ საზოგადოებას ღრმად არ აინტერესებს, ვინ მოაწერს ხელს იმ მანიფესტს და ვინ არა. თუ ეს მანიფესტი ითვალისწინებს იმას, რომ ისინი აფორმებენ მათ დაშლას, მეც მოვუწერდი დიდი სიამოვნებით ხელს ამ მანიფესტზე". - განაცხადა ოდიშარიამ.
ნიკა მელია ამ დრომდე არ გამოჩენილა. ისევ უცნობია, რა გეგმა აქვს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს. მელიას გუნდის არც ერთი წარმომადგენელი გუშინ არ უნახავთ კინოსტუდიის შენობაში. ამიტომ ისევ საინტერესოა, გახდება თუ არა მელია, სააკაშვილის შედგენილი მანიფესტის ხელმომწერი.