ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოში

24.11.23 14:45
ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოში

 

ქობულეთის საკრებულოში "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო.

ხმაური სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკულ კითხვებს მოჰყვა. დეპუტატებს შენიშვნები ჰქონდათ მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. 

ოპოზიციონერი დეპუტატის, სოლომონ ბაჯელიძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს დასმულ კითხვებზე პასუხი არ აქვთ და ჩხუბსა და შეურაცხყოფაზე გადადიან. 

ენმ-ის დეპუტატი სოლომონ ბაჯელიძე ამბობს, რომ მას ხელი ჰკრეს, რის შემდეგად დაპირისპირებაში სხვებიც ჩაერთნენ. სხდომაზე ისმოდა შეურაცხმყოფელი განცხადებებიც. სიტუაციის დაძაბვის გამო, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. 

ჩვენ ვსაუბრობდით ხელისუფლების მიერ კონკრეტულ კორუფციულ სქემებზე, კონკრეტულ კომპანიებზე. ამ ადამიანებს აღიზიანებთ ყოველთვის, როცა ვსაუბრობთ კორუფციაზე და კონკრეტულ ფაქტებზე. ამის ატანა არ შეუძლიათ და გადმოდიან ჩხუბსა და შეურაცხყოფაზე. გიორგის [გოგიტიძე] მხრიდან შეურაცხმყოფელი სიტყვები წამოვიდა ჩემი მისამართით და მივედი ადგილზე, რომ განემარტა, რის საფუძველზე მესაუბრებოდა ასე. ამ დროს აგრესია გამოავლინეს და წამოვიდნენ ჩხუბით", - განაცხადა ბაჯელაძემ.

მსგავსი სიახლეები