საკადრისს, ღირსეულ პასუხს მიიღებენ და წერტილი დაესმება ამ ყველაფერს! დაგველოდეთ! - დოლიძის თქმით, მელია მალე გამოჩნდება

24.11.23 15:20
საკადრისს, ღირსეულ პასუხს მიიღებენ და წერტილი დაესმება ამ ყველაფერს! დაგველოდეთ! - დოლიძის თქმით, მელია მალე გამოჩნდება

საკადრისს, ღირსეულ პასუხს მიიღებენ და წერტილი დაესმება ამ ყველაფერს! დაგველოდეთ! - ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ბაჩო დოლიძის თქმით, ნიკა მელია მალე გამოჩნდება და ყველაფერს იტყვის.

დოლიძის თქმით, გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ მანიფესტი არა თუ ერთობას ისახავდა მიზნად, არამედ რამდენიმე ადამიანის პარტიიდან გარიცხვის მცდელობას.

მაშინ, როდესაც პარტიის ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი გველაპარაკება მგლის ბილეთზე მაშინ, როდესაც ლევან ბეჟაშვილი აღიარებს, რომ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ უბრალოდ ის ადამიანები იყვნენ გარიცხულნი, ამასთან დაკავშირებით, დამიჯერეთ, საკადრისს, ღირსეულ პასუხს მიიღებენ. დაგველოდეთ, ძალიან მალე, აი ამ ორ ადამიანთან მიმართებაში, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, ჩვენგან საკადრისი, ღირსეული პასუხი იქნება. კიდევ ერთხელ, დაგველოდეთ, გადაწყვეტილება იქნება. წერტილი დაესმება ამ ყველაფერს ძალიან მალე. ნიკა მელია მალე გამოჩნდება. მე გაძლევთ პირობას, რომ ამ ყველაფერს წერტილს დავუსვამთ ძალიან მალე. შესაბამისად განცხადებები იქნება, ჩვენი პოზიციები იქნება ცნობილი, დაელოდეთ". - ამბობს ბაჩო დოლიძე. 

მედია ნიკა მელიას განცხადების მოლოდინშია. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ამ დრომდე, არც კამერების წინ გამოჩენილა და არც წერილობითი განცხადება გაუვრცელებია. ნიკა მელიას ამ დრომდე არ უთქვამს, აწერს თუ არა ხელს მიხეილ სააკაშვილის გამოქვეყნებულ მანიფესტს.

მიხეილ სააკაშვილის მანიფესტი გამაერთიანებელი ვერ აღმოჩნდა, დოკუმენტს ხელი მხოლოდ პარტიის ნაწილმა მოაწერა. ახლა მთავარი კითხვაა რატომ დუმს თავად მელია. რჩება თუ მიდის პარტიიდან ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ამის შესახებ, როგორც მელიას თანაგუნდელი აცხადებს, სავარაუდოდ, ყველაფერი ძალიან მალე გახდება ცნობილი. 
 

მსგავსი სიახლეები