არიან ადამიანები, რომლებმაც არ შეუერთდნენ მანიფესტს და თავი დააყენეს პარტიის მიღმა - ფარულავა

24.11.23 15:34
არიან ადამიანები, რომლებმაც არ შეუერთდნენ მანიფესტს და თავი დააყენეს პარტიის მიღმა - ფარულავა

ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც არ შეუერთდნენ მანიფესტს, თავი პარტიის მიღმა დააყენეს.

ფარულავას თქმით, ყველას აქვს უფლება, ინდივიდუალურად დარჩნენ პარტიის წევრებად.

არიან ადამიანები, რომლებმაც ინდივიდუალურად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ შეუერთდნენ ამ ერთიანობის მანიფესტს და თავის თავი დააყენეს პარტიის მიღმა. ეს არის მათი არჩევანი. როდესაც ვლაპარაკობთ პარტიის მიღმა დატოვებაზე, პირველ რიგში, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანები ვეღარ გამოხატავენ პარტიის პოზიციას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, თუმცა მათ აქვთ უფლება, ინდივიდუალურად დარჩნენ პარტიის წევრებად". - განაცხადა ფარულავამ.

მედია ნიკა მელიას განცხადების მოლოდინშია. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ამ დრომდე, არც კამერების წინ გამოჩენილა და არც წერილობითი განცხადება გაუვრცელებია. ნიკა მელიას ამ დრომდე არ უთქვამს, აწერს თუ არა ხელს მიხეილ სააკაშვილის გამოქვეყნებულ მანიფესტს.

მიხეილ სააკაშვილის მანიფესტი გამაერთიანებელი ვერ აღმოჩნდა, დოკუმენტს ხელი მხოლოდ პარტიის ნაწილმა მოაწერა. ახლა მთავარი კითხვაა რატომ დუმს თავად მელია. რჩება თუ მიდის პარტიიდან ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ამის შესახებ, როგორც მელიას თანაგუნდელი აცხადებს, სავარაუდოდ, ყველაფერი ძალიან მალე გახდება ცნობილი. 

 

მსგავსი სიახლეები