"ოცნების" აღიარება - კობახიძე ამბობს, რომ მელია-ხაბეიშვილის დაპირისპირებას მათთვის სარგებელი მოაქვს
"ოცნების" აღიარება - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მელია-ხაბეიშვილის დაპირისპირებას მათთვის სარგებელი მოაქვს.
მმართველი გუნდის თავმჯდომარის თქმით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ენმ-ში დაპირისპირება, მით ურო გარანტირებულად მოიგებს 2024 წლის არჩევნებს "ქართული ოცნება".
კობახიძე ასევე საუბრობს ნიკა მელიას პარტიიდან გასვლაზეც და ამბობს, რომ ყოფილ თავმჯდომარეს იმიტომ ვერ იმეტებს პარტიიდან გასაშვებად ენმ, რომ მათთვის თითოეული პროცენტი მნიშვნელოვანია საარჩევნოდ, თუმცა, არც მისი გუნდში დატოვება უნდათ.
საშველს ვერ აყენებენ ხაბეიშვილის და მელიას დაპირისპირების საქმეს. იმედია ბოლომდე მიიყვანენ, ჩვენთვის საინტერესო არ არის, ნუ ერთი იმას ცვლის, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს კონფლიქტი, ბუნებრივია, მით უფრო უკეთესია ჩვენთვის. უკვე, დიდი ხანია გრძელდება და იმედია, კიდევ უფრო გააღრმავებენ ამ შიდა დაპირისპირებას და კინკლაობას. ეს არის საბოლოო ჯამში კარგი, რომ კიდევ უფრო მყარად დავასრულოთ ჩვენ 2024 წლის არჩევნები.
მელია რომ ცალკე გავიდეს, აიღებს ერთ პროცენტს და ეს ერთი პროცენტი დაეკარგება "ნაციონალურ მოძრაობას" და რა თქმა უნდა, თითოეული პროცენტი ენანება ენმ-ს, რადგან ისედაც ბევრი დაკარგა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ამიტომ ცოტა ენანებათ, რადგან მელიას გასვლით ამ ერთ პროცენტსაც დაკარგავენ, მაგრამ შიგნით დატოვებაც უკვე აღარ უნდათ". - ამბობს კობახიძე.