DRG სისტემაზე გადასული სამედიცინო დაწესებულებები ფასების კორექტირებას ითხოვენ

24.11.23 17:27
DRG სისტემაზე გადასული სამედიცინო დაწესებულებები ფასების კორექტირებას ითხოვენ

თუ კლინიკებში არსებული სამართლიანი ფასების პოლიტიკა არ გადაიხედება, შესაძლოა, ექიმებს ხელფასები შეუმცირდეთ. ამ განცხადებებს "პირველებთან" ინტერვიუებში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აკეთებენ.

ამ დრომდე განხილვის საგანია DRG სისტემა - სამედიცინო სექტორს განგაშის სიგნალი აქვს ჩართული. მას შემდეგ, რაც ახალი სისტემაა ამოქმედდა, როგორც ირკვევა, სახელმწიფოს მიერ მაღალტექნოლოგიური ოპერაციები საკმარისად ვეღარ ფინანსდება. ეს ყველაფერი კი, სამედიცინო პერსონალის თქმით, ადრე თუ გვიან დაწესებულებს, სავარაუდოდ, ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანს.

ძირითადად ფასების დაკლება ეხება მაღალტექნოლოგიურ კომბინირებულ ოპერაციებს და რთულ შემთხვევებს. არის ჩვენთან ოპერაციები, რომლებიც DRG-ის შემოსვლამდე ღირდა 16 ათასი ლარი სახელმწიფოს მიერ განფასებული, დღეს მაგაში სახელმწიფო იხდის 4600 ლარს, ამან გამოიწვია სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური მენეჯმენტის ძალიან გართულება. ის, რაც ფიქსირებული გადასახადებია - შუქი, წყალი, წამალი, მასალა და ა.შ. იმის ფასს ჩვენ ვერ შევცვლით, ერთადერთი, რაც შეიძლება ვარირებს ეს არის ხელფასი. თუ არ ვცდები, საფრანგეთშია ასეთი პრაქტიკა, მაგას ჰქვია დაშენებითი დაზღვევა, ბევრი ადამიანი არის დაზღვეული და ის სერვისები, რაც არ შედის სახელმწიფო დაზღვევაში, სადაზღვევო კომპანია უფინანსებს,“ - ამბობს "კონსილიუმ მედულას" დირექტორი, ნიკოლოზ ფრუიძე.

DRG სისტემა აღიქვამს მხოლოდ ერთ კოდს და შეიძლება დაგიფინანსოს მხოლოდ მამოლოგიური, ამ დროს შევიდა საერთოდ სხვა ბრიგადა, პარალელურად, გინეკოლოგებისა და მამოლოგების ბრიგადები და გამოდის, რომ მეორე ბრიგადა აბსოლუტურად უფასოდ ემსახურება. დღეს ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად კლინიკების ხარჯზე, რა თქმა უნდა, ეს ფინანსური პრობლემაა. იმიტომ, რომ გამოდის, რომ რაღაც სერვისების ჯგუფი ფარავს სხვა სერვისების ამ დეფიციტურ ბიუჯეტს,“ - განაცხადა ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორმა მაია მახარაშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები