"აეკრძალოთ რუსებს ქართულ ტენდერებში მონაწილეობის მიღება" - "ლელომ" თბილისის ქუჩებში საპროტესტო სტიკერები გააკრა

24.11.23 17:35
"აეკრძალოთ რუსებს ქართულ ტენდერებში მონაწილეობის მიღება" - "ლელომ" თბილისის ქუჩებში საპროტესტო სტიკერები გააკრა

აეკრძალოთ რუსებს ქართულ ტენდერებში მონაწილეობის მიღება - პარტია "ლელო" მოქმედებაზეა გადასული. თბილისის ქუჩები ახალი საპროტესტო ბანერებით აჭრელდა. ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში გამდიდრება პუტინის ომის მანქანას, ქართველების ჯიბიდან აფინანსებს, რაც დაუშვებელია. "დაიბრუნე საქართველო", კამპანიის მონაწილეები თბილისის ქუჩებში ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ.

"ჩვენმა პარტიამ წარადგინა საქართველოს დაცვის აქტი, რომლის მეხუთე მუხლი მოიცავს, რომ რუსულ კომპანიებს აეკრძალოთ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა. სტიკერებს, რომელსაც ჩვენ ვაკრავთ, დატანილია ინფორმაცია, რამდენი მილიონობით ლარი უნდა გადავრიცხოთ რუსულ კომპანიებში, რომლის სახელმწიფოსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული და რომელიც გვიკლავს მშვიდობიან მოქალაქეებს, რაც ნიშნავს იმას, რომ "ოცნების" ხელისუფლება ემსახურება რუსეთს, ხოლო ჩვენ "ლელო" ვემსახურებით ქართველ ხალხს". - ამბობს "ლელოს" წევრი
 

მსგავსი სიახლეები