"სამარცხვინო ზრდა გვაქვს", "სამარცხვინოა, პოლიტიკის გამო, რასაც კადრულობთ," - რუსთავის საკრებულოში დაპირისპირება გრძელდება
"სამარცხვინო ზრდა გვაქვს", "სამარცხვინოა, პოლიტიკის გამო, რასაც კადრულობთ," - ხმაური და დაპირისპირება რუსთავის საკრებულოში გრძელდება. საკრებულოს სხდომა, სადაც ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" და გიორგი გახარიას გუნდის წევრები აცხადებენ, ბიუჯეტი მოსახლეობის ინტერესებზე არ არის მორგებული, სწორედ ამიტომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვეს.
სირცხვილია, ჩემი გუნდის არცერთ წევრზე ასეთ შეურაცხყოფას არ გავატარებ. შეხვედრები აქვთ 24 საათის განმავლობაში," - აღნიშნა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.