ქობულეთის საკრებულო როგორც ბრძოლის ველი - მუშტი-კრივი ენმ-სა და „ოცნების“ დეპუტატებს შორის
ქობულეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზი დღეს ბრძოლის ველი იყო. დეპუტატებმა ერთმანეთს აგინეს და სცემეს. ხელჩართულ ჩხუბამდე იყო საქმის გარჩევა ქუჩური მეთოდებით. ამ ფორმით რომ ვერ დაალაგეს ურთიერთობა, პირდაპირ მუშტი-კრივზე გადავიდნენ. ერთმანეთს "ნაციონალებისა" და "ოცნების" დეპუტატები სცემდნენ.
ქობულეთის საკრებულოში დღეს სამუშაო პროცესი პარალიზებული იყო. დეპუტატებს აშველებდნენ, მათ შორის ქალებიც, მაგრამ ჩხუბი მაინც ხანგრძლივად გაგრძელდა. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალურმა მოძრაობის" წევრებმა დასვეს კითხვა, რატომ ჩავარდა ქობულეთში ინფრასტრუქტურული პროექტები და ვის ჯიბეში მიდის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.