ბათუმში მანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა - დაშავებულია ერთი ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - მანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა. ინფორმაციას TV25.GE ავრცელებს. დაშავებულია ერთი პირი.
ავტოსაგზაო შემთხვევა ე.წ. ბარცხანის დასახლებაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.