რუსული კომპანიები ქართულ ტენდერებში - „ლელო“ საფრთხეებზე მიუთითებს
"აეკრძალოთ რუსულ კომპანიებს ქართულ ტენდერებში მონაწილეობა" - "ლელო" მოსალოდნელ საფრთხეებზე ალაპარაკდა. არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ფულს, რომელსაც სახელმწიფო ტენდერებიდან რუსული კომპანიები იღებენ, ომის დაფინანსებას ხმარდება, ამიტომ აუცილებელია წესები გამკაცრდეს და არცერთ რუსულ კომპანიას არ ჰქონდეს წვდომა ქართულ ტენდერებზე.
არსებობს შავი ხვრელი, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის კომპანიები კონკრეტულ ტენდერებში საერთოდ არ ჩნდებიან და მათ შუამავლობას ქართული კომპანიები უწევენ. უფრო მეტიც, კონკრეტული სახელმწიფო უწყებები ტენდერის პირობებს მხოლოდ რუსულ კომპანიებს არგებენ. მაგალითად, საქართველოს რკინიგზა გეგმავს, რომ 200 მილიონი ელმავლების შესაძენად გადაუხადოს იმ კომპანიას, რომელიც რუსეთში დაარსებული ევრაზიული კავშირის მიერ გაცემულ სერტიფიკატს ფლობენ.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.