პოლიტიკური ზავი ვერ შედგა - ნიკა მელიამ სააკაშვილის ინიცირებულ მანიფესტს ხელი არ მოაწერა
პოლიტიკური ზავი ვერ შედგა. სააკაშვილის ერთიანობის მანიფესტი "ნაციონალური მოძრაობისთვის" გამაერთიანებული დოკუმენტი ვერ აღმოჩნდა. ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები უარს ამბობენ, ხელი მოაწერენ 11 პუქტიან შეთანხმებას, რომელიც სააკაშვილის იდეით, დაპირისპირების დასასრულის დასაწყისი უნდა ყოფილიყო.
დღეს სააკაშვილის ახალი წერილი გამოქვეყნდა. მესამე პრეზიდენტი სთხოვს მის გუნდს, შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმა.
როდის გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას ნიკა მელია? პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ამ დრომდე არ გამოჩენილა მედიასთან. მისი თანაგუნდელები კი ირწმუნებიან, რომ ყველას ღირსეული პასუხი გაეცემა და ყველაფერს წერტილი მალე დაესმება. ეს კი "ოცნების" ინტერესში აშკარად არ შედის. კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ხაბეიშვილი - მელიას დაპირისპირებას მხოლოდ ხელისუფლებისთვის მოაქვს სარგებელი.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.